ევროპული პოლიტიკური ძალები მოითხოვენ, რომ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომზადებულ მოხსენების ტექსტში გაჩნდეს ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შესახებ.
„კურიერთან“ ინტერვიუში ევროპარლამენტარმა, ანდრეს მამიკინსმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს.
„ბატონ ივანიშვილს უდავოდ დიდი გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებზე საქართველოში, რადგან ოდესღაც იყო პრემიერმინისტრი და ახლა არის ერთ-ერთი მსხვილი პოლიტიკური პარტიის ფორმალური ხელმძღვანელი. ეს ადამიანი, ჩვენგან განსხვავებით, ღარიბი ნამდვილად არ არის და შესაძლოა, მის ფინანსებს ჰქონდეს გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე,“- განაცხადა მამიკინსმა.
ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ მომზადებული მოხსენების ტექსტს ამკაცრებს. ცოტა ხნის წინ „კურიერს“ ინტერვიუ დოკუმენტის ავტორმა, ანდრეის მამიკინსმა მისცა.უკვე გადაწყვეტილია, რომ „რუსთავი 2"-ის საქმე ევროპარლამენტის მოხსენებაში აუცილებლად მოხვდება.