22 დეკემბერი 2024,   21:53
ვრცლად
ზეწოლა მედიაზე, არაფორმალური მმართველობა და სასამართლო რეფორმების ჩავარდნა - საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის ანგარიში მაქსიმალურად კრიტიკული ხდება

ევროპელი პოლიტიკოსების მოთხოვნით საქართველოს შესახებ მომზადებული ყოველწლიური ანგარიში მაქსიმალურად კრიტიკული ხდება. რამდენიმე დღეში ევროპარლამენტარები მხარს დაუჭერენ დოკუმენტს, რომელშიც „რუსთავი 2-ის“ საქმეზეც იქნება ჩანაწერი. 

„კურიერი“ ევროპარლამენტარ ანდრეს მამიკინსს ესაუბრა, რომელმაც საქართველოს შესახებ მოხსენება წარადგინა. მისი თქმით, დოკუმენტში ცვლილებები ევროპარლამენტართა მოთხოვნით შევა.

ევროპარლამენტარების დიდი ნაწილი ოფიციალურ მოხსენებაში ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ჩაწერასაც ითხოვს. მამიკინსმა „კურიერს“ განუცხადა, რომ ასეთი ჩანაწერის მომხრე ევროპის სახალხო პარტია და მწვანეთა პარტიაა.

რა ჩაიწერება მოხსენების პროექტში, საბოლოო 7 სექტემბერს გაირკვევა. ორ დღეში შესწორებების შეტანის ვადა იწურება. ამის შემდეგ დეპუტატ მამიკინსს ორი შეხვედრა თანამომხსენებლებთან ექნება, რომელებიც, „კურიერის“ ინფორმაციით, უფრო მკაცრი ტექსტის მომხრეები არიან.

ევროპარლამენტში მამიკინსის მოხსენების შემდეგ ევროკავშირის დაკვეთით, დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ნონა მიხელიძემ უფრო მწვავე ანგარიში გამოაქვეყნა. მან ყურადღება ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე. მედიაზე ზეწოლასა და სასამართლოს პრობლემებზე გაამახვილა. მიხელიძის კვლევას „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურად მიკერძოებული უწოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები