კიდევ ერთი თავდასხმა საქართველოს ბანკის ფილიალზე. ამჯერად ქურდობაწერეთელის გამზირზე მოხდა.
ბანკში მამაკაცი შეიჭრა, თუმცა მან თანხის წაღება ვერ შეძლო და ის სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს.
ბრალდებულმა ბანკის შენობაში კარის დაზიანებით შეაღწია, მოლარე-ოპერატორის უჯრიდან თანხა გამოიტანა და გაქცევას ცდილობდა. სამართალდამცველებმა ის ქურდობის მცდელობის ბრალდებით ადგილზე დააკავეს. ბანკის ტერიტორიაზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ- კრიმინალისტები.