22 დეკემბერი 2024,   16:53
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - საგამოძიებო კომისიის დასკვნას საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ უჭერს

ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნა საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის განხეთქილების მიზეზი გახდა. საპარლამენტო უმცირესობის მიერ მომზადებული დოკუმენტი, სავარაუდოდ, კენჭისყრაზე ჩავარდნისთვისაა განწირული.

“ქართულ ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ სერგი კაპანაძის კომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტი პოლიტიკურია და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

„მათ მოუწიათ სრულიად პოლიტიკური დოკუმენტის შექმნა, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. მათ ინსუნაციური გზით სცადეს არაერთხელ დაერწმუნებინათ საზოგადოება ჩვენ დავერწმუნებინეთ, შეიძლება ასეთი ილუზიაც ჰქონდათ, რომ სამართლებრივი საფუძვლების გარეშე შეიძლება დადო პოლიტიკური დასკვნა და ამას ერქვას საგამოძიებო კომისიის დასკვნა ეს ასე არ არის“-აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე.

ოპოზიციის განცხადებით კი,  რამდენიმეთვიანი მუშაობით გამოიკვეთა, რომ მმართველი გუნდი საქმესთან დაკავშირებულ კონკრეტულ პირებს ხელს აფარებდა.

საპარლამენტო უმცირესობაში ფიქრობენ, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს.

„პროკურატურა და გამოძიება ხელს აფარებდა ერთ-ერთ ფიგურანტს ეს არის მ.კ-ს.იკვეთება ირაკლი შოთაძის დანაშაულის ნიშნები. სამსახურეობრივი გულგრილობის ნიშნები თბილისის პროკურატურის შუა რგოლში და ასევე საქმის გამომძიებლის ქმედებებში:“-აცხადებს „ევროპული საქართველოს „ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე.

დღის ამბები