22 დეკემბერი 2024,   15:49
ვრცლად
გენერალ ქუთათელაძის მკვლელობა - ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას ადვოკატი ექსპერტიზის დასკვნის ახალ დეტალებს ასაჯაროებს

გენერალ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატი ექსპერტიზის დასკვნის ახალ დეტალებს ასაჯაროებს.

უფლებადამცველ ლექსო კობაიძის განცხადებით,  ახალი გარემოებებით იკვეთება, რომ ყოფილი პროკურორის სახლიდან ამოღებულ იარაღებზე და ტანსაცმელზე, მისი დნმ-ის კვალი არ არის. ადვოკატი ასევე ამბობს, რომ პროკურატურა მოწმეებზე ზეწოლას ახდენს.

უფლებადამცველები საქმის სამართლებრივად წარმართვის გარდა, აქციების დაწყებას არ გამორიცხავენ.

„პასუხია მოსული, რომ მის ტანსაცმელზე არანაირად არც დენთის კვალი ან სხვა ბიოლოგიური მასა არ აღმოჩნდა. გვიგდებენ ისეთ მოწმეს საქმეში, რომლებიც არ ფლობენ რეალურ ინფორმაციას. ასეთი გახლავთ ბატონი ზურაბ დოლიძე. ათქმევინებენ რომ მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ამ იარაღს ფლობდა გიორგი ჭანტურია და კიდევ ბევრ სისულელეს ათქმევინებენ,“-აცხადებს ადვოკატი ლექსო კობაიძე.

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის დირექტორი და პარლამენტის ყოფილი წევრი გენერალი სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს საკუთარ კაბინეტში მოკლეს.

დღის ამბები