17 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთის საბავშვო ბაღში ჭერი ჩამოინგრა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთის საბავშვო ბაღის შენობაში, ჭერი ჩამოინგრა.

შენობაში სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი 2016 წელს გამოცხადდა.

გამარჯვებულმა კომპანიამ "დამბა", სრული რეკონსტრუქცია 265 ათას 562 ლარის ფარგლებში-2017 წლის მიწურულს დაასრულა, თუმცა უშედეგოდ.

ლანჩხუთის ვიცე მერი ამბობს, რომ მომხდარის შემდეგ შესამოწმებელია მთლიანი შენობა და ჩასატარებელია ახალი ექსპერტიზა.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ საკითხის განხილვა საკრებულოს სხდომაზე მოხდება, რათა დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

დღის ამბები