22 დეკემბერი 2024,   15:56
ვრცლად
მასობრივი და ტოტალური ტყუილის შესახებ მასტერკლასი რუსი ჟურნალისტებისგან - მედიაფორუმზე დღის წესრიგი შეიცვალა

კრემლის მიერ დაფინანსებული მედიაფორუმი დღეს დასრულდება. კონფერენციის მონაწილეებს მასტერკლასი ქართველი ჟურნალისტებისთვის მასობრივი და ტოტალური ტყუილის წინააღმდეგ უნდა ჩაეტარებინათ, თუმცა ცნობილია, რომ დღის წესრიგით მასტერკლასი აღარ გაიმართება.

ფორუმის ორგანიზატორმა, ეკა ნასყიდაშვილმა მასტერკლასის ჩაშლის მიზეზები განმარტა. მისი თქმით, ვისაც მასობრივი ტყუილის წინააღმდეგ უნდა ესაუბრათ, ისინი საქართველოში არ შემოუშვეს, თუმცა მათ ფორუმზე Skype-ის საშუალებით მაინც ჩართავენ.

Skype-ით ჩაგვერთვება კასაევი, რომელიც გაუშვეს საქართველოდან გუშინწინ. თქვენ გექნებათ საშუალება, რომ მას შეკითხვები დაუსვათ, რატომ გაუშვეს... თუ სხვა ატარებს, არ შეიძლება რუსმაც ჩაატაროს? ხომ ასწავლა ვიღაცას ტყუილი, ქართველსაც, ამერიკელსაც, რუსსაც, სომეხსაც, ნებისმიერმა უნდა წაიკითხოს, რა არის ტყუილი,“- განაცხადა ეკა ნასყიდაშვილმა.

”რია ნოვოსტის” პოლიტიკურმა მიმომხილველმა, დიმიტრი კოსირევმა რუსული ჟურნალისტიკის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საბჭოთა კავშირში ჟურნალისტებს პატივს სცემდნენ.  

„სამწუხაროდ, რუსული ჟურნალისტიკა არაფრით არ არის უკეთესი, ვიდრე სხვა ქვეყნის ჟურნალისტიკა. ბოლო 15 წლის განმავლობაში საკუთარ თავს არ ვეძახდი ჟურნალისტს. მაგრამ როდესაც კარიერა საბჭოთა კავშირში დავიწყე, მაშინ მედიის წარმომადგენლებს პატივს სცემდნენ, ეს ასე აღარ არის. როდესაც გაზეთ „პრავდაში“ ვმუშაობდი, პირველი რაც გავაკეთე, იყო ის, რომ არ უნდა მოიტყუო,“- აღნიშნა კოსირევმა.

პოლიტოლოგისა და მოსკოვის კვლევით ინსტიტუტ ”ცივილიზაციათა დიალოგის” სამეცნიერო კვლევების ხელმძღვანელის, ალექსეი მალაშენკოს თქმით, მას არ სურდა საბჭოთა კავშირის დაშლა.

ამავე თემაზე
დღის ამბები