17 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
დიდ ბრიტანეში განათლებას კიდევ 17 ქართველი სტუდენტი მიიღებს

დიდი ბრიტანეთის საელჩოში ,,ჩივნინგის” პროგრამის მონაწილე სტუდენტებისთვის საზეიმო მიღება გაიმართა.

პროგრამის ფარგლებში წელს განათლებას წამყვან ბრიტანულ უნივერსიტეტებში 17 სტუდენტი მიიღებს. "ჩივნინგის" პროგრამა საქართველოში უკვე 25 წელია მოქმედებს და მისი მეშვეობით 250-ზე მეტმა ქართველმა ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა წარმატებით დაასრულა.

ჩივნინგის" პროგრამაში წელს სტუდენტების ყველაზე დიდი ნაკადი მონაწილეობს, რომლებიც საქართველოდან დიდ ბრიტანეთში სასწავლებლად გაემგზავრებიან. 17 სტუდენტი მიიღებს განათლებას სხვადასხვა ფაკულტეტზე ბრიტანულ უნივერსიტეტებში.

ვფიქრობ, რომ ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას და მომავალში მეგობრობის გაგრძელებას,“-ამბობს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაქენზი სმიტი.

დღის ამბები