22 დეკემბერი 2024,   15:50
ვრცლად
ეკონომიკის მინისტრის მესამე შვებულება - პრემიერი ქობულიას განმარტებებს ამომწურავს უწოდებს 

საქართველოს პრემიერის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო სრულყოფილად მუშაობს და კონკრეტული საკითხების ინიცირებასაც ახდენს.

ეს განცხადება, მამუკა ბახტაძემ გიორგი ქობულიას ხანგრძლივი შვებულებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა. პრემიერს ბრიფინგზე ჰკითხეს, უქმნის თუ არა დისკომფორტს ახალდანიშნული მინისტრის ხანგრძლივი შვებულება, რის პასუხადაც ბახტაძე ამბობს, რომ ქობულიამ დანიშვნიდან მალევე შვებულებაში გასვლის მიზეზი ამომწურავად განმარტა.  

„გოგა ქობულიამ მე ვფიქრობ გააკეთა ამომწურავი კომენტარი. ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს სრულფასოვნად. უფრო მეტიც, მთავრობის სხდომებზე წარმოდგენილი საკითხების უმრავლესობა, რომელიც დღესაც და წინა მთავრობის სხდომაზეც ჩატარდა სწორედ ეკონომიკის სამინისტროსგან არის ინიცირებული“-განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები