აქცია-პერფორმანსი შალვა რამიშვილის წინააღმდეგ - "ლეიბორისტული" პარტიის წევრებმა ინტერნეტ ტელევიზია Post tv-ის მიერ მომზადებული სიუჟეტი გააპროტესტეს, სადაც სიუჟეტის ავტორები შალვა ნათელაშვილს საზოგადოების სიცრუეში შეყვანაში ადანაშაულებდნენ.
შალვა ნათელაშვილმა ერთი კვირის წინ გარევაჭრობის აკრძალვა გააპროტესტა და ერთ-ერთი გარემოვაჭრე მოინახულა, რომელიც საუბრობდა, რომ ვაჭრობა მისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.
მოგვიანებით, Post tv-მ მოამზადა სიუჟეტი, სადაც შალვა რამიშვილი ამბობდა, რომ სცენა დადგმული იყო, გარემოვაჭრე "ლეიბორისტული" პარტიის წევრია და წარმოდგენილი პროდუქციაც ადგილზე ცოტა ხნით ადრე, საგანგებოდ მიიტანეს
„სოციალურ ქსელებში რაც კი ვრცელდება სიბინძურე და შავი პიარი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ამ ყველაფერის ავტორი და შემოქმედი გახლავთ, წარსულში ქრთამის აღებაზე ნასამართლევი და შემდეგ უკვე თავის თანამშრომელ გოგონაზე სექსუალურად მოძალადე შალვა რამიშვილი. და ის ამ ყველაფერში ღებულობს ძალიან დიდი ჰონორარებს ბიძინა ივანიშვილისგან,“-განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა მიხეილ ქუმსიშვილმა.
თავად შალვა რამიშვილმა კი მის წინააღმდეგ აქცია-პერფორმანსს სპექტაკლი უწოდა და აღნიშნა, რომ ეს არ აბათილებს იმას, რომ შალვა ნათელაშვილმა დადგა სისულელე.
„შალვა ნათელაშვილმა დადგა სისულელე. ის მართლაც არის ყურებიანი პენისი. რაც შეეხება ამ ორგანიზაციაში არიან თუ არა ბოტები, ბოტები, ჟმოტები და ა.შ. ძალიან ბევრნი არიან. მე ვარ გრუს მიერ დაფინანსებული აგენტი და მიხდიან თვეში 35 მილიონ რუბლს დღგ-ს გარეშე,“-განაცხადა რამიშვილმა.