05 ოქტომბერი 2024,   17:21
ვრცლად
კინო ვარსკვლავი ბერტ რეინოლდსი გარდაიცვალა

82 ასაკში ცნობილი კინო ვარსკვლავი ბერტ რეინოლდსი გარდაიცვალა. მსახიობი ფლორიდის ერთ-ერთ კლინიკაში გულის შეტევით დაიღუპა.

რეინოლდსის კარიერა გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო. მას უამრავი როლი აქვს შესრულებული, განსაკუთრებული პოპულარობა კი ფილმმა "გათავისუფლებამ" მოუტანა, რომელიც კინოეკრანებზე 1972 წელს გამოვიდა.

ბერტ რეინოლდსი ორჯერ გახდა ოქროს გლობუსის მფლობელი. 1991 წელს კი ემის ჯილდოც მიიღო. წარდგენილი იყო ოსკარზეც 1997 წელს. ბოლო როლი ბერტ რეინოლდსმა კვენტინ ტარანტინოს "ერთხელ ჰოლივუდში" შეასრულა. მასთან ერთად ფილმში ლეონარდო დი კაპრიო, ბრედ პიტი და მარგო რობი თამაშობენ.

დღის ამბები