05 ოქტომბერი 2024,   17:14
ვრცლად
New York Times-ის სკანდალური სტატიის შინაარსს ტრამპის ადმინისტრაციის კიდევ 18 მაღალჩინოსანი გაემიჯნა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების სიას, რომლებმაც New York Times- ში დაბეჭდილ სკანდალურ სტატიასთან კავშირი უარყვეს, კიდევ 18 გვარი შეემატა.

ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსისა და სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს შემდეგ, სტატიის შინაარსს გაემიჯნენ პენტაგონის, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს და გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელები - ჯეიმს მატისი, ჯინა ჰასპელი და ჯეფ სეშენსი, რომელთანაც ბოლო პერიოდში დონალდ ტრამპს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს.

ვაშინგტონში აქტიურად განიხილავენ ვინ შეიძლება იყოს სტატიის ავტორი, რომელმაც პრეზიდენტს იმპულსური უწოდა და დაწერა, რომ თეთრ სახლში დონალდ ტრამპის შესაჩერებლად წინააღმდეგობის მოძრაობა შეიქმნა.

ამავე თემაზე
დღის ამბები