05 ოქტომბერი 2024,   17:21
ვრცლად
სკრიპალების საქმე - ბრიტანეთის ელჩმა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს გამოძიების ახალი დეტალები გააცნო 

ბრიტანეთის ელჩმა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს, სოლსბერის თავდასხმის გამოძიების ახალი დეტალები გააცნო. საგანგებო სხდომა მთლიანად სკრიპალების მოწამვლის საქმეს დაეთმო.

ბრიტანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, კანადამ და შეერთებულმა შტატებმა პირობა დადეს, რომ მჭიდროდ ითანამშრომლებენ უცხო სპეცსამსახურის მტრული საქმიანობის აღსაკვეთად.

საბჭოს წევრებმა რუსეთს ნოვიჩოკის პროგრამის გასაჯაროებისკენ მოუწოდეს. ბრიტანეთის ელჩმა სხდომაზეც გაიმეორა, რომ თავდასხმაში რუსეთის მთავრობა ჩართული იყო. მისმა რუსმა კოლეგამ კი ბრალდებებს მორიგი სიცრუე უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთს ახალი სანქციების არ ეშინია.

დღის ამბები