05 ოქტომბერი 2024,   17:20
ვრცლად
კოსმოსური სივრცე და ვარსკვლავები სამოსზე - ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე 2019 წლის გაზაფხულის კოლექცია იაპონელმა დიზაინერმა წარადგინა

ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე 2019 წლის გაზაფხულის კოლექცია იაპონელმა დიზაინერმა ტადაში სოჯიმ წარადგინა და დარბაზში გალაქტიკური სივრცის ატმოსფერო შექმნა.

საღამოს კაბები მან პრიალა ქსოვილისგან შეკერა, უმეტესობაზე გამოსახული იყო კოსმოსური სივრცე და ვარსკვლავები.

კოსტიუმების დიდი ნაწილი გაფორმებული იყო მაქმანით, რაც სტილს ქალურობას მატებს.

ნიუ-იორკი ყოველწლიურ მოდის კვირეულს 12 სექტემბრამდე უმასპინძლებს.

დღის ამბები