05 ოქტომბერი 2024,   17:19
ვრცლად
სირიის სამთავრობო ძალები იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენებას აპირებენ - ჯიმ ჯეფრი

სირიის სამთავრობო ძალები იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენებას აპირებენ - ამ განცხადებას, სირიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სპეცწარმომადგენელი ჯიმ ჯეფრი აკეთებს, რომელიც ირწმუნება, რომ ასადის გეგმის უამრავი მტკიცებულება არსებობს.

შესაძლო თავდასხმისთვის ემზადებიან თავად იდლიბის მცხოვრებლებიც და ნიღბებს იმარაგებენ. შეერთებულმა შტატებმა ჯერ კიდევ კვირის დასაწყისში გააფრთხილა ასადის მთავრობა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენებას უპასუხოდ არ დატოვებს.

გაეროს ექსპერტებმა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ დაადასტურეს, რომ 2017 წლის აპრილში იდლიბში ზარინი სწორედ ასადის ძალებმა გამოიყენეს, რასაც 80 ადგილობრივი ემსხვერპლა.

დღის ამბები