22 დეკემბერი 2024,   16:44
ვრცლად
პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის მიმართვის ვადა დღეს იწურება

დღეს არის ბოლო ვადა, როცა საინიციატივო ჯგუფს და რეგისტრირებულ პარტიას შეუძლია, მიმართოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, კანდიდატის რეგისტრაციის მიზნით.

კანდიდატის  წარდგენის ვადას კანონმდებლობა არჩევნების დღიდან გამომდინარე განსაზღვრავს. 

ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, 8 სექტემბრის შემდეგ შესაძლებელი იქნება, რომ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მეორმეცე დღისა, წარმოდგენილი იყოს ხელმოწერები.

ხელმოწერების შემოწმების შემდეგ, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს ოცდამეათე დღისა, რეგისტრაციაში გაატარებს პრეზიდენტობის მსურველ კანდიდატებს იმ შემთხვევაში, თუკი მათ მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტაცია, მათ შორის ხელმოწერებიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კანონმდებლობასთან.

„დღეს, საღამოს 6 საათზე, სრულდება საინიციატივო ჯგუფების და რეგისტრირებული პარტიების მიერ ცესკოს თავმჯდომარისთვის კანდიდატების რეგისტრაციის მიზნით განცხადებით მომართვის ვადა. პროცედურის თანახმად, მათ შეუძლიათ, დაიწყონ მომართვის შემდეგ ხელმოწერების შეგროვება. მას შემდეგ, რაც შეგროვდება ხელმოწერები, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა, უნდა იყოს წარმოდგენილი ცესკო-ში. საარჩევნო ადმინისტრაცია კანონით განსაზღვრულ ვადებში შესაბამისი წესით შეამოწმებს ხელმოწერებს. იმ შემთხვევაში, თუკი დადგენილი იქნება ხარვეზი საინიციატივო ჯგუფსაც და პარტიასაც ეძლევა ვადა იმისთვის, რომ გამოასწოროს აღნიშნული ხარვეზი. ხოლო კანდიდატების რეგისტრაციაში გატარების ბოლო ვადა არის არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა, რაც არის 28 სექტემბერი,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.

 

 

დღის ამბები