22 დეკემბერი 2024,   16:33
ვრცლად
დავით ბაქრაძე სოფელ ხეთაში მოსახლეობას შეხვდა

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე, ხობის რაიონში სოფელ ხეთაში მოსახლეობას შეხვდა.

ადგილობრივები მძიმე ეკონომიკურ, სოციალურ ფონს უჩივიან და პრეზიდენტობის კანდიდათან საუბარში ამბობენ, რომ მათი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა.

დავით ბაქრაძესთან საუბარში ნანა ჩარკინა-ძიძარია ამბობს, რომ პენსია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებსა და მედიკამენტებზეც არ ჰყოფნით.

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სოფელ ხეთაში მცხოვრებ პენსიონერებს საკუთარი პროგრამის ის პრიორიტეტი გააცნო,რომელიც პენსიის 50 ლარით გაზრდას ითვალისწინებს.

დღის ამბები