05 ოქტომბერი 2024,   17:18
ვრცლად
ვაშინგტონის სასამართლომ ტრამპის ყოფილ მრჩეველს 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

ვაშინგტონის სასამართლომ დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ჯორჯ პაპადოპულოსი გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების ბრალდებით გაასამართლეს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანაშემწე 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპის გარემოცვის რუსეთთან კავშირების საქმის გამოძიების ფაგლებში გაასამართლეს.

პროკურორის განცხადებით, დაკითხვის დროს პაპადოპულოსმა  FBI-ის აგენტებს რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ ცრუ ინფრომაცია მიაწოდა.

ჯორჯ პაპადოპულოსი ცრუ ჩვენებისთვის სასამართლომ დამნაშავედ ჯერ კიდევ 2017 წლის ოქტომბერში სცნო. ორკვირიანი პატიმრობა კი მას გუშინდელ სხდომაზე მიუსაჯეს. 

დღის ამბები