05 ოქტომბერი 2024,   17:16
ვრცლად
თეთრი სახლი "ნიუ-იორკ თაიმსის" სკანდალური სტატიის ავტორის დადგენას ცდილობს

თეთრი სახლი ნიუ-იორკ თაიმსის სკანდალური სტატიის ავტორის დადგენას ცდილობს.

მორიგი განცხადება ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ დაკოტაში ჟურნალისტთან საუბრის დროს გააკეთა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა იუსტიციის სამინისტროს მოუწოდა, რომ ანონიმი ავტორის დასადგენად გამოძიება ჩაატაროს, რადგან ტრამპის შეფასებით, საკითხი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება.

პრეზიდენტი ნიუ იორკ თაიმსის წინააღმდეგ გარკვეული ზომების მიღებასაც განიხილავს, რის შემდეგაც, მისი აზრით, გაზეთის აქციების ფასი დაეცემა. 

დღის ამბები