22 დეკემბერი 2024,   15:50
ვრცლად
თურქეთის დაბა ქემალფაშას მიდამოებში, საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვეს

თურქეთის დაბა ქემალფაშას მიდამოებში, საქართველოს მოქალაქის
ცხედარი იპოვეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა.

გარდაცვლილი 28 წლის ახალგაზრდას ცხედარი წყლიდან მყვინთავებმა ამოიყვანეს.

28 წლის ბათუმელი მძღოლი თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით მოძრაობდა.

ავტოსადგომზე ავტომობილი გააჩერა და ზღვაში შევიდა. რამდენიმე წუთში კი მისი კვალი გაქრა.

ადგილზე იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ასევე საკონსულოს წარმომადგენლები.

საკონსულოს ინფორმაციით, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეს საქართველოში გადმოასვენებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები