05 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
თავდასხმა პარიზში - შეიარაღებულმა მამაკაცმა 7 ადამიანი დაჭრა

პარიზის ცენტრში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 7 ადამიანი დაჭრა. თავდამსხმელმა ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა მისი დაკავება შეძლეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი წარმოშობით ავღანელია. გამოძიება ვარაუდობს, რომ მომხდარს ტერორიზმთან კავშირს არ აქვს.

თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია. დაშავებულები საფრანგეთისა და ბრიტანეთის მოქალაქეები არიან. 4 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ისინი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფებიან.

დღის ამბები