05 ოქტომბერი 2024,   16:20
ვრცლად
აქცია რუსეთში 839 მომიტინგის დაკავებით დასრულდა

რუსეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია რუსეთში დაკავებებით დასრულდა.

დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ინფორმაციით, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში 839 მომიტინგე დააკავეს, მათ შორის ბავშვები და მოხუცებიც არიან.

საპროტესტო მსვლელობას არ ესწრებოდა თავად აქციის ორგანიზატორი. ალექსეი ნავალნის სასამართლომ 30 დღიანი პატიმრობა 2 კვირის წინ მიუსაჯა.

აქციის დაწყებამდე კი პოლიციამ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, ოპოზიციის აქტივისტები და ნავალნის შტაბის კოორდინატორები დააკავა.

დღის ამბები