05 ოქტომბერი 2024,   16:22
ვრცლად
შვედეთის ოპოზიციური პარტიები პრემიერ-მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდებენ

შვედეთის ოპოზიციური პარტიები პრემიერ-მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდებენ. საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, მმართველი კოალიციისა და ოპოზიციური ალიანსის მიერ მიღებულ ხმებში სხვაობა მინიმალურია.

სოციალ-დემოკრატების კოალიციას ამომრჩეველთა 40.6 პროცენტმა, ოპოზიციურმა ალიანსს კი 40.3 პროცენტმა დაუჭირა მხარი.

ყველაზე წარმატებული ეს არჩევნები ულტრამემარჯვენე ნაციონალისტებისთვის აღმოჩნდა. "შვედმა დემოკრატებმა" ხმების 18 პროცენტი მიიღეს, რაც წინა არჩევნებთან შედარებით ბევრად მეტია.

ამ ეტაპზე ვერც მმართველი კოალიცია და ვერ ოპოზიცია უმრავლესობის მოპოვებას ვერ შეძლებს. მოქმედი პრემიერი კი გადადგომას არ აპირებს.

დღის ამბები