05 ოქტომბერი 2024,   16:22
ვრცლად
გერმანიაში ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების აქციები არ წყდება

გერმანიაში ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების აქციები არ წყდება. ასობით აქტივისტი ქალაქ კიოტენის ქუჩებში მას შემდეგ გამოვიდა, რაც ავღანეთის მოქალაქეებთან ჩხუბის შემდეგ 22 წლის გერმანელი დაიღუპა.

ინციდენტი სათამაშო მოედანზე მოხდა. ახალგაზრდა სამი ავღანელი მამაკაცისა და ორსული ქალის ჩხუბში ჩაერია, რა დროსაც დაეცა და თავის ტრავმა მიიღო.

მკვლელობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა ორი ავღანელი ეჭვმიტანილი დააკავეს.

ანალოგიური ინციდენტი ორი კვირის წინ კიოტენის მახლობლად მდებარე ხემნიცში მოხდა, რამაც ქალაქში მასშტაბური არეულობა გამოიწვია.

დღის ამბები