05 ოქტომბერი 2024,   16:22
ვრცლად
მაიკ პენსი მზადაა, სიცრუის დეტექტორზე შემოწმება გაიაროს

მაიკ პენსი მზადაა, სიცრუის დეტექტორზე შემოწმება გაიაროს და დაამტკიცოს, რომ დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო მოძრაობის წევრი არ არის. ამის შესახებ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მან სკანდალურ სტატიასთან კავშირი გამორიცხა, ავტორის საქციელი კი დემოკრატიაზე თავდასხმად შეაფასა.

მაიკ პენსის თქმით, თუ წერილის ავტორი ნამდვილად ადმინისტრაციის მაღალჩინოსანია, მან არამხოლოდ პრეზიდენტის წინაშე, არამედ კონსტიტუციაზე დადებული ფიციც გატეხა.

ავტორის ვინაობის დასადგენად დონალდ ტრამპმა ორი დღის წინ გენერალურ პროკურორს გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები