05 ოქტომბერი 2024,   16:20
ვრცლად
„მის ამერიკა 2019“ ოპერის მომღერალი ნია ფრანკლინი გახდა

შეერთებულ შტატებში წლის ყველაზე ლამაზი გოგონა გამოავლინეს. „მის ამერიკა 2019“ ოპერის მომღერალი ნია ფრანკლინი გახდა.

ჟიურიმ 25 წლის ნიუ-იორკელი მონაწილე 50 კონკურსანტს შორის შეარჩია. ტრადიციისამებრ, გამარჯვებულმა გვირგვინი წინა წლის მის ამერიკისგან მიიღო.

სილამაზის კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტმა წელს იმიჯისა და წესების მნიშვნელოვნად შეცვლა გადაწყვიტა.

1921 წლის შემდეგ კონკურსი საცურაო კოსტიუმების ჩვენების გარეშე პირველად ჩატარდა.

დღის ამბები