ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი „ქართული ოცნების“ მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას დადებითად აფასებს.
მაჭავარიანი სალომე ზურაბიშვილს მიუკერძოებელ პოლიტიკოსად ახასიათებს და იმედოვნებს, რომ ის იქნება ყველას პრეზიდენტი და არა რომელიმე კონკრეტული პარტიის.
„მე მგონი, ძალიან საინტერესო კანდიდატია, რადგან პირველ რიგში, ის არის მიუკერძოებელი. მჯერა, რომ ის იქნება ჭეშმარიტად ყველას პრეზიდენტი და არა რომელიმე პარტიის წარმომადგენელი. ამავდროულად, მას აქვს სერიოზული გამოცდილება როგორც დიპლომატიური, ასევე პოლიტიკური. შესაბამისად, წარმატებებს ვუსურვებ“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
„ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა გუშინ, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამოუცხადა.