22 დეკემბერი 2024,   15:50
ვრცლად
არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ დანაშაული და კრიმინალი - ნატო ჩხეიძე ფინანსთა მინისტრს პასუხობს 

პარლამენტის ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” თავმჯდომარის მოადგილე, ნატო ჩხეიძე ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის დღევანდელ განცხადებას პასუხობს.

ივანე მაჭავარიანმა "ომეგა" ჯგუფის ხელმძღვანელები მედიის მეშვეობით შანტაჟში დაადანაშაულა და ბრალდებებს ზეწოლის შესახებ უსაფუძვლო უწოდა. 

"იბერიას" დამფუძნებელი, დეპუტატი ნატო ჩხეიძე ფინანსთა მინისტრის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს და ამბობს, რომ ხელისუფლება მედიაზე ზეწოლას ახდენს.

ნატო ჩხეიძის თქმით, ხელისუფლებამ „ომეგა ჯგუფზე“ ზეწოლით ტელეკომპანიის ხელში ჩაგდება სცადა.

„სამარცხვინო ის არის, ბატონო ფინანსთა მინისტრო, რომ „ომეგა ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილ გრაფიკებს დასტურს არ აძლევს ხელისუფლება და ამ დასტურისთვის ითხოვს ტელევიზიას და ქრთამს. თქვენი დღევანდელი ტერმინოლოგიით, რომ ვთქვა კონტრიბუციას და ეს ბატონო ფინანსთა მინისტრო, არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ დანაშაული და კრიმინალია,“ - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები აცხადებენ, რომ არხის ხელში ჩაგდების მთავარ ბერკეტად მმართველი პოლიტიკური ძალა „ომეგა ჯგუფის“ ბიზნესზე ზეწოლას იყენებს.

ტელეკომპანია „იბერიას“ მთავარი დამფინანსებელი „ომეგა ჯგუფია“. არხის მფლობელების თქმით, 51-მილიონიანი დავალიანების სანაცვლოდ, ტელევიზია უნდა დათმოს.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები