"ბათუმის წყალის" დირექტორმა, თენგიზ ქოქოლაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ „რუსთავი 2"-ს სანდო წყარომ აცნობა.
ქოქოლაძე თანამშრომლებს რამდენიმე წუთის წინ გამოემშვიდობა. გავრცელებული ინფორმაციით, აჭარაში მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის კადრების წმენდა დაიწყო.
როგორც ამბობენ, თენგიზ ქოქოლაძე ზურაბ პატარაძის ბიზნეს პარტნიორია.
„რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბარში თენგიზ ქოქოლაძემ დაადასტურა მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ და ის ადასტურებს, რომ ზურაბ პატარაძის ახლო მეგობარია.