22 დეკემბერი 2024,   15:45
ვრცლად
გახდებიან იძულებული დაკმაყოფილდეს ჩვენი მოთხოვნები - რუსთაველზე სარალიძის აქცია "ნუ მომკლავ" იწყება

„ნუ მომკლავ“ - ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია იწყება.

შვილმოკლული მამები, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი სამართლის აღსრულებას და მათი შვილების მკვლელების დასჯას მოითხოვენ.

„მთავარი მოთხოვნა იქნება სამართლიანობის აღდგენა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ვხედავთ, რომ მთავრობამაც გადასწყვიტა მფარველობა მფარველობა გაუწიოს ჩემი შვილის მკვლელებს და არამხოლოდ მკვლელებს საქმის გამყალბებლებს და თითქოსდა არაფერი დაშავებულა გამოძიების ეტაპზე  კონკრეტულ მოთხოვნას აქციის მსვლელობის დროს წარვადგენთ. პირობას ვაძლევ მმართველ გუნდს, რომ აუცილებლად გახდებიან იძულებული დაკმაყოფილდეს ჩვენი მოთხოვნები“-ამბობს ზაზა სარალიძე.

აქცია რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს.

დღის ამბები