22 დეკემბერი 2024,   15:55
ვრცლად
"ეტყობა საუბარი იყო მინისტრთან და რაღაც გეგმებზე ჰქონდათ არაერთგვაროვანი შეხედულება"-მიმინოშვილი თანამშრომლებს დაემშვიდობა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. მაია მიმინოშვილის ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ ცენტრის ხელმძღვანელს მათთვის წასვლის მიზეზი არ განუმარტავს, თუმცა გულისტკივილი გამოთქვა, რომ სამსახურს ტოვებს.

„ვიცი, რომ განთავისუფლდნენ. დაწერა განცხადება და წავიდა. არაფერი კონფლიქტი  არ ყოფილა. სტრატეგია იცვლება განათლების სისტემაში როგორც ჩანს და მაია ვერ ჯდება ამაში,“-განაცხადა ფიზიკის ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი ჩეჩელაშვილმა.

მიმინოშვილის ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ როგორც ჩანს სტრუქტურულ ცვლილებებში, რომელსაც გეგმავს სამინისტრო მაია მიმინოშვილი ვერ ჯდება.

„ეტყობა საუბარი იყო მინისტრთან და შეიძლება რაღაც გეგმებზე ჰქონდათ არაერთგვაროვანი შეხედულება,“-განაცხადა მაია მიმინოშვილის ყოფილმა თანამშრომელმა.

მინისტრმა მაია მიმინოშვილის გარდა, სამინისტროს სსიპ-ების ხელმძღვანელები და მისი მოადგილეებიც გაათავისუფლა. საკადრო ცვლილებების მიზეზად კი სისტემაში მიმდინარე რეფორმები დაასახელა. 

დღის ამბები