22 დეკემბერი 2024,   15:52
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს სტუმრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს სტუმრობს. უკვე გაიმართა შეხვედრა მამუკა ბახტაძესა და ნიკოლ ფაშინიანს შორის. ორი ქვეყნის პრემიერ მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.

ბახტაძემ და ფაშინიანმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალზე, ენერგეტიკისა და ტურიზმისა სფეროებში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

„დღევანდელ შეხვედრაზე, მე და ჩემმა კოლეგამ განვიხილეთ თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, ხაზი გავუსვით ჩვენს მისწრაფებას ინტენსიურ პოლიტიკურ დიალოგზე, შევეხეთ ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის სავაჭრო ეკონომიკური საკითხები, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, კულტურა, განათლება, ინოვაციები. შევთანხმდით, რომ ჯერ კიდევ გაგვაჩნია თანამშრომლობის გამოუყენებელი პოტენციალი არა ერთი მიმართულებით. ჩვენ შემოდგომის ბოლოს ვუმასპინძლებთ სამთავრობოთშორის კომისიას, რომელიც განიხილავს ძალიან მნიშვნელოვან იდეებს და პროექტებს, თუ როგორ შეიძლება ჩვენი ურთიერთობები ეკონომიკურ სავაჭრო მიმართულებით კიდევ უფრო განვავითაროთ,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

დღის ამბები