05 ოქტომბერი 2024,   17:20
ვრცლად
ევაკუაცია ვირჯინიის და მერილენდის შტატებში - დასავლეთ სანაპიროს ძლიერი შტორმი უახლოვდება

შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროს ძლიერი შტორმი უახლოვდება. ადგილობრივი ხელისუფლება ატლანტიკის ოკეანის სანაპირო ზოლში მდებარე დასახლებებიდან მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაციას გეგმავს.

შტორმს, სახელწოდებით "ფლორენსი" უკვე მიენიჭა მეოთხე კატეგორია. სპეციალისტების პროგნოზით, ქარის სიჩქარემ შესაძლოა 200 კილომეტრს საათში გადააჭარბოს. რეგიონების ხელისუფლება მოსალოდნელი წყალდიდობისთვის ემზადება.

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინას, ასევე ვირჯინიისა და მერილენდის შტატებში.

დღის ამბები