05 ოქტომბერი 2024,   17:13
ვრცლად
"აღმოსავლეთი 2018" - ჩინეთისა და მონღოლეთის არმიის მონაწილეობით რუსეთი მასშტაბურ წვრთნას ატარებს

რუსეთი ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ატარებს. სამხედრო სწავლება, რომელშიც 300 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს დღეს დაიწყო.

წვრთნებში სახელწოდებით "აღმოსავლეთი 2018" რუსი ჯარისკაცების გარდა ჩინეთისა და მონღოლეთის არმიის წარმომადგენლებიც არიან ჩართული.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო სწავლებაში მონაწილეობს 1000-ზე მეტი თვითმფრინავი, ვერტმფრენი და სხვა საფრენი აპარატი, 36 ათასი ერთეული ჯავშანტექნიკა და 80 სამხედრო ხომალდი. სამხედრო სწავლება ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

დღის ამბები