05 ოქტომბერი 2024,   17:18
ვრცლად
სკანდალური წიგნი "შიში", რომელიც ტრამპის 20-თვიან პრეზიდენტობას ეხება

სკანდალური წიგნი "შიში", რომელიც დონალდ ტრამპის 20-თვიან პრეზიდენტობას ეხება აშშ-ში გაყიდვაში გამოვიდა.

მისი ავტორი "უოთერგეითის საქმის" ვეტერანი ჟურნალისტი, რობ ვუდვორდია.

ავტორი თეთრი სახლის კულუარულ ამბებზე წერს და პრეზიდენტს იმპულსურ პიროვნებად ახასიათებს.

წიგნიდან ირკვევა, რომ დონალდ ტრამპმა თავდაცვის მდივანს, ჯეიმს მატისს, სირიაში ქიმიური თავდასხმის შემდეგ, ბაშარ ალ ასადის მოკვლა დაავალა, თუმცა, მისი წინადადება მატისმა არ მიიღო.

ვუდვორდის წიგნის თანახმად, მრჩევლები პრეზიდენტს დოკუმენტებს უმალავდნენ, რომ მათზე ხელი არ მოეწერა.

დღის ამბები