19 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
„მსოფლიო თავდაყირა“ - საერთაშორიო კონფერენციაზე ქვეყნის შიდა და საგარეო უსაფრთხოებაზე მსჯელობენ

„მსოფლიო თავდაყირა“ - მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, საგარეო უსაფრთხოების საკითხზე მსჯელობენ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ანდრეა ტომფსონმა ორმხრივ პარტნიორობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა რეფორმები კიდევ უნდა განხორციელდეს.

„დიპლომატიურად, ეკონომიკურად თუ სამხედრო კუთხით ჩვენი პარტნიორობა ძლიერია, ვმუშაობთ ნატოს წევრობისთვის და გვინდა წინ წავიწიოთ. ბოლო წლებში უამრავი რამ გაკეთდა საქართველოში, მაგრამ საჭიროა რეფორმების გაგრძელება,“- განაცხადა ანდრეა ტომფსონმა.

საერთაშორისო კონფერენციაზე გენერალმა და ევროპაში ამერიკის სახმელეთო ჯარების ყოფილმა სარდალმა, ასევე CEPA-ს პრეზიდენტმა, ბენ ხოჯესმა ისაუბრა.

„ბრიუსელის სამიტზე ვნახეთ, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახლა ეს უნდა გავაკეთოთ. შეყოვნება საჭირო არ არის, ნატომ მკაფიოდ თქვა, რომ რუსეთი ვერ გადაწყვეტს, ვინ უნდა გახდეს წევრი. ეს არ არის მე-18 საუკუნე, შემდეგი სამიტი, ალბათ, ვაშინგტონში გაიმართება და კარგი იქნება თუ საქართველო მოწვევას მიიღებს,“- განაცხადა ბენ ხოჯესმა.

კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა.

„ჩვენთვისაც კარგი შესაძლებლობა იქნება, რომ ჩვენს პარტნიორებს გავუზიაროთ ჩვენი პრიორიტეტები ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციულ პროცესებთან დაკავშირებით,“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ევროკავშირში ინტეგრაციასა და ნატო-ს წევრობაზე  საქართველოს პრემიერმინისტრმა კონფერენციაზე ისაუბრა. მამუკა ბახტაძის გზავნილები დარბაზში სხვადასხვაგვარად შეაფასეს. ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, პრემიერის განცხადებები ზედაპირული იყო.

„პრემიერ-მინისტრი ნატო-ზე საუბრისას მარტო ზედაპირული დეკლარაციული განცხადებებით შემოიფარგლა და რა იმ შინაარსიანი არგუმენტებით, თუ რატომ არის საქართველო მნიშვნელოვანი ნატოსთვის, არა მარტო ნატო-ა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, არამედ საქართველოც არის მნიშვნელოვანი ნატოსთვის. ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა ჩვენი პლუსია ამ შემთხვევაში იმიტომ, რომ გაცილებით უფრო მეტ უსაფრთხოებას ვთავაზობთ ევროპას, მის აღმოსავლეთ ფლანგზე,“- განაცხადა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა, ბათუ ქუთელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები