19 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
ტელეკომპანია "იბერიას" და "ომეგა ჯგუფის" საქმე - ნატო ჩხეიძე უჩა მამაცაშვილს პასუხობს

ნატო ჩხეიძე უჩა მამაცაშვილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც მამაცაშვილი ტელეკომპანია იბერიას და ომეგა ჯგუფს „მიზანმიმართულ პროვოკაციაში“ ადანაშაულებს.

ნატო ჩხეიძის თქმით, ომეგა ჯგუფთან დაკავშირებით სამართლებრივი პროცესი უკვე მიმდინარეობს ლონდონის სასამართლოში. 

ნატო ჩხეიძე მოვლენების განვითარებას ელოდება და ამბობს, რომ ომეგა ჯგუფის საქმე უკვე გადაგზავნილია ლონდონის სასამართლოში.

ნატო ჩხეიძე იმ წერილზე საუბრობს, რომელიც საადვოკატო ფირმა ფილდ ფიშერმა სპორტის ყოფილ მინისტრს, ლევან ყიფიანს, უკვე გაუგზავნა.

არ არის გამორიცხული, რომ გამოკითხვაზე და დიდი ბრიტანეთის სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწიოს უჩა მამაცაშვილს, რადგან საადვოკატო ფირმის მიერ გადმოგზავნილ წერილში მმართველი პარტიის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები არიან მოხსენიებული.

ნატო ჩხეიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამარ ჩუგოშვილის, განცხადებასაც ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ სკანდალური აუდიოჩანაწერი, სადაც ომეგა ჯგუფს ფინანსური პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ, ტელეკომპანია იბერიას დათმობას სთავაზობენ, 5 წლის წინ არის ჩაწერილი.

„ქალბატონი ჩუგოშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ეს არის 5 წლის, არ ვიცი, საიდან აქვს ეს ინფორმაცია. ალბათ, ბრძანებს საიდან აქვს ეს ინფორმაცია, მაგრამ ეს ინფორმაციაც არის დეზინფორმაცია, თუნდაც იქიდან, რომ 5 წლის წინ ტელეკომპანია იბერია ჯერ აღდგენილი არ იყო და არ ფუნქციონირებდა და ეტყობა, ძალიან უნდათ, რომ ეს პრემიერი გადაარჩინონ და მაშინ გადაითვალონ, ვინ იყო პრემიერი,“ - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

ტელეკომპანია იბერიას და ომეგა ჯგუფის ბრალდებებს დღეს უჩა მამაცაშვილმა უპასუხა და „მიზანმიმართულ პროვოკაციას“ მოიხსენია მის მიმართ გამოთქმული მოსაზრებები.

უჩა მამაცაშვილმა თავისივე განცხადებაში მოუწოდა პროკურატურას ამ საკითხით დაინტერესებისკენ.

კურიერს კონფიდენციალურმა წყარომ აუდიოჩანაწერი მიაწოდა, სადაც წყაროს მტკიცებით, ერთმანეთს სპორტის ყოფილი მინისტრი და ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი ესაუბრებიან.

ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან, უჩა მამაცაშვილთან, საუბრის დეტალებს უყვება. აუდიოფაილიდან ირკვევა, რომ მამაცაშვილი ომეგა ჯგუფის პრობლემების მოსაგვარებლად მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა და ამ თემაზე პრემიერთან შეხვედრასაც გეგმავდა.

დღის ამბები