22 დეკემბერი 2024,   16:31
ვრცლად
დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება პროკურატურამ, - ვახო ზუსმიაშვილი

ტელეკომპანია "იბერიაში" შექმნილ ფინანსურ პრობლემებსა და ტელეკომპანიის დამფუძნებლებზე განხორციელებულ ზეწოლაზე ინფორმაციას ტელევიზიის ჟურნალისტები დიპლომატიურ კორპუსს მიაწვდიან. თანამშრომლები საელჩოებს იმ აუდიოჩანაწერებსაც გაუგზავნიან, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. არხის ჟურნალისტები გამოძიების დაწყებას ითხოვენ. იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა საქმის წარმოებას არ დაიწყებს, არ არის გამორიცხული აქციები განახლდეს.

"ხდება ჩვენს ქვეყანაში, 21-ე საუკუნეში, ლეგალურ ბიზნესზე დაწოლა. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება პროკურატურამ, თუმც ამას ისინი არ აკეთებენ და ჩვენ არც გვაქვს იმედი იმ შემთხვევაშიც რომც დაიწყოს გამოძიება, რეალურად რაიმე შედეგი დაიდოს,"-აცხადებს ტელეკომპანია "იბერიის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ვახო ხუზმიაშვილი.

დღის ამბები