19 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
"არ უნდა არსებობდეს ნაცრისფერი ზონა“ - პრემიერი მარიხუანას მოყვანისა და ექსპორტზე გატანის რეგულაციებზე საუბრობს

პრემიერის განცხადებით, მთავრობის დღის წესრიგში მარიხუანას მოხმარებასთან, მოყვანის ლიცენზირების გაცემასთან და ექსპორტზეც გატანასთან დაკავშირებით მკაცრი რეგულაციები აუცილებელია.

მკაცრი რეგულაციების არ არსებობის პირობებში მამუკა ბახტაძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში შესაძლოა უკანონო კულტივაცია მოხდეს. პრემიერს დღევანდელ ბრიფინგზე არ უსაუბრია არიან თუ არა უკვე დაინტერესებული ინვესტორები.

„მესმის, რომ ვიღაცის გამონათქვამი შეიძლება ღიმილისმომგვრელი იყოს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ პასუხისგებლიანი გადაყწვტილებაა, როცა ვსაუბრობთ მარიხუანას კულტივიზაციაზე, არ უნდა არსებობდეს ნაცრისფერი ზონა,“-ამბობს პრემიეირი.
მისი თქმით, საქართველოში ისე, როგორც მსოფლიოს წამყვან ქვეყანაში მარიხუანას მოხმარება და სამედიცინო დანიშნულებით გამოყენება უნდა იყოს მკაცრად რეგლამენტირებული.

დღის ამბები