17 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
პრობლემები საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაში - "სამართლიანი არჩევნების" შუალედური კვლევა

წინასაარჩევნო გარემოს პირველი შუალედური შეფასება - კვლევა "სამართლიანმა არჩევნებმა" ჩაატარა და ის თითქმის ერთთვიან პერიოდს მოიცავდა. არასამთავრობო ორგანიზაცია ოპოზიციური პარტიების მსგავსად ამ ეტაპისთვის მთავარ პრობლემად საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებას ასახელებს.

ანგარიშში ყურდღება გამახვილებულია წინასაარჩევნო პერიოდში მედიის პლურალიზმის მნიშვნელობაზე და ამ კონტექსტში ტელეკომპანიების "რუსთავი 2"-ის, იბერიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმეებია მოყვანილი. დეტალების გასაჯაროებას დღეს პრეზენტაციაზე აპირებენ.

„ძირითადი ტენდენციის სახით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეულ გამოწვევებზეა საუბარი. მათ შორის, როგორც საოლქო კომისიების დაკომპლექტების პროცესში იმ გახმაურებულ ფაქტებზე, რომელის შესახებაც ცნობილი გახდა რამდენიმე კვირის წინ. ასევე საუბნო კომისიების წევრთა შერჩევის პროცესი.  ასევე მედიაგარემოზე ვსაუბრობთ,“-ამბობს მიხეილ ბენიძე.

 

დღის ამბები