შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე პროკურატურისგან მოწმის უსაფრთხოების დაცვას დღეს ოფიციალურად მოითხოვს.
ამ მიზეზით დღის ბოლოს მან "სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრში" საპატრულო პოლიციაც გამოიძახა.
დონაძის მტკიცებით, საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, თემურ ლობჟანიძეს სიცოცხლის მოსპობით სოსო რობაქიძე დაემუქრა, რადგან მან რობაქიძისთვის სასურველი ჩვენება არ მისცა. სწორედ ამ ფაქტის გამო გუშინ სასამარლო პროცესმა ხმაურის ფონზე ჩაიარა.