მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი კამპანია დაიწყო.
ჯგუფის წევრებმა დედაქალაქის ქუჩებში ფლაერები დაარიგეს და მოსახლეობას შვილმოკლული მამების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
„მადლობა მინდა გადავუხადო ახალგაზრდებს რომლებიც გვეხმარებიან მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, რომ დროა გამოფხიზლების, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს შერჩევითი სამართალი დავასრულოთ,“-ამბობს ზაზა სარალიძე.
ახალგაზრდებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა საზოგადოებას მიმართავს გამოხატონ შვილმოკლული მშობლებისადმი მხარდაჭერა.