გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში შეტანილ საჩივართან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
როგორც შტაბში აცხადებენ, „იმედის“ წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა ქარტიის 2 პრინციპი დაარღვიეს და არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს.
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გუშინდელ სხდომაზე, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით, დაადგინა, რომ ტელე „იმედის“ ჟურნალისტებმა და ტელე „იმედმა“ დაარღვია ქარტიის ორი მუხლი. პირველი, ეს არის, რომ ჟურნალისტმა უნდა გაავრცელოს სიმართლე ანუ სწორი ინფორმაცია და მეორე, ეს არის, რომ თუ არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული, უნდა უარყოს ეს ინფორმაცია. სამწუხაროდ, ორივე მუხლი დარღვეული არის ამ შემთხვევაში, ტელე „იმედის“ მხრიდან და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მედია საშუალებას, რომ ვისაუბროთ სიმართლე,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.