ზუგდიდის უკვე ყოფილი მერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. „კურიერის“ მიერ სკანდალური ფარული ჩანაწრის გასაჯაროვების შემდეგ სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას საქმიანობის შესწავლა დაიწყო.
“კურიერის“ წყაროს ცნობით, ეს ჩანაწერი სუს-ში უკვე რამდენიმე კვირაა რაც აქვთ. თუმცა მერმა პოსტი მხოლოდ მას შემდეგ დატოვა, რაც ამ თემაზე ჟურნალისტური გამოძიება „კურიერმა“ დაიწყო.
პარალელურად, ცნობილი გხადა, რომ თანამდებობა დატოვა მუნციპალიტეტის მერის მოადგილემ, რომელიც ასევე ფიგურირებდა სავარაუდო კორუფციულ სქემაში, რომლის შესახებაც ჟურნალისტურ გამოძიებას „შაბათის კურიერი“ ამზადებდა.