17 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობაზე სასჯელი მკაცრდება

ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობაზე სასჯელი მკაცრდება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრეს. თბილისის მერიამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ურთიერთთანამშრომლობით შესაბამისი კანონპროექტი მოამზადეს, რომელიც პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება.

მერის მოადგილის, მაია ბითაძის თქმით, ბოლო პერიოდში ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტები გახშირდა, რაც უნდა აღმოიფხვრას.  

„ამ საკანონმდებლო ცვლილების მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ პირველივე ჯერზე ცხოველთა სასტიკი მოპყრობა, რაც მათ წამებას და სიკვდილს იწვევს, იქნება დასჯადი, შესაძლებელი იქნება დასჯა პატიმრობით. ეს არის ის სიახლე, რომლის არქონა, პრაქტიკულად, იყო მაპროვოცირებელი იმისა, რომ ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ცხოველების მოკვდინება ხდება,“- განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ.

დღის ამბები