19 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
ხელისუფლებას გააჩნია მედიის კონტროლის ინტერესი და ხელისუფლებას გააჩნია კორუფციისადმი მიდრეკილება - დავით ბაქრაძე "იბერიას" საქმეზე

„ჩვენ გვაქვს მოცემულობა, სადაც ხელისუფლებას გააჩნია მედიის კონტროლის ინტერესი და ხელისუფლებას გააჩნია კორუფციისადმი მიდრეკილება,“ - ეს განცხადება, „ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ „იბერიას“ საქმეზე გავრცელებული მორიგი სკანდალური აუდიოჩანაწერის  შეფასებისას გააკეთა.

დავით ბაქრაძის თქმით, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება იმ აუდიოჩანაწერების საფუძველზე, სადაც „იბერიას“ საქმეზე არაერთი გავლენიანი პირის გვარი ფიგურირებს, მათ შორის, ყოფილი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის.

„ეს ჩანაწერი აღძრავს ძალიან საფუძვლიან კითხვის ნიშნებს და ეჭვებს და ეს არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესების მატარებელი საქმე და ამიტომ აუცილებელია, ჩატარდეს სრულფასოვანი გამოძიება ამ ჩანაწერებზე. ოღონდ გამოძიება არა უჩა მამაცაშვილის მიმართვის საფუძველზე, როგორც ამას დღეს აკეთებს პროკურატურა, არამედ სწორედ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება და ვფიქრობ, ეს არის ის თემა, რომელშიც თავის სიტყვა უნდა თქვას პარლამენტმა,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

იბერიას საქმეზე მორიგი აუდიოჩანაწერი „კურიერმა“ მოიპოვა. ჩანაწერში ჩუბინიძე და ქუმსიშვილი ფიგურირებენ. აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ტელეკომპანიის მფლობელებს პრობლემების მოგვარებისთვის სთავაზობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას სამი მილიონი მისცენ.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები