05 ოქტომბერი 2024,   17:19
ვრცლად
ერდოღანის ულტიმატუმი სომხეთს - თურქეთმა ოფრიციალურ ერევანთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენს პირობები დაასახელა

თურქეთის პრეზიდენტმა სომხეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისა და საზღვრის გახსნის პირობები დაასახელა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, ურთიერთობების ნორმალიზება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ აზერბაიჯანი და სომხეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს მოაგვარებენ და დევნილები საკუთარ სახლებში დაბრუნდებიან. განცხადება რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა აზერბაიჯანში ვიზიტისას გააკეთა. თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა 2008 წელს დაიწყო, მხარეებმა ციურიხში დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პროტოკოლსაც მოაწერეს ხელი, თუმცა ანკარამ მათი რატიფიცირება ისევ ყარაბაღის საკითხის გამო არ მოახდინა. საპასუხოდ 2018 წელს სერჟ სარქისიანმა ყველა პროტოკოლი გააუქმა. 

დღის ამბები