05 ოქტომბერი 2024,   17:15
ვრცლად
განგაშის უმაღესი დონე ჩინეთში-ჰონგ-კონგი ტაიფუნს ებრძვის

ჰონგ-კონგი ტაიფუნს ებრძვის.  ჩინეთის მეგაპოლისში განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული. ქარის სიჩქარე საათში 200-ს კილომეტრს აღწევს და გადაუღებლად წვიმს. გამოცხადებულია მასშტაბური ევაკუაცია, მოსახლეობას ქუჩაში გასვლა და სანაპირო ზონასთან მიახლოება ეკრძალება. სტიქიის გამო შეჩერებულია ავია და საბორნე მიმოსვლა. არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შეწყდა სასწავლო პროცესიც. ფილიპინებში ტაიფუნს ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 28 ადამიანი. სტიქიამ საცხოვრებელი სახლები და სასოფლო სამეურნეო სავარგულები გაანადგურა. ათობით დატბორილ დასახლებაში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები მსხვერპლის რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავენ. 

დღის ამბები