19 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
"ეს დანაშაული სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული" - გოცირიძე "იბერიას" და "ომეგა ჯგუფის" საქმის სკანდალური ჩანაწერზე საუბრობს

ტელეკომპანია „იბერიას“ მთავარი დამფინანსებელი კომპანიის “ომეგა ჯგუფის“ შესახებ გავრცელებული სკანდალური ჩანაწერი პოლიტიკურ განხილვის მთავარი თემა გახდა. საუბრით დგინდება, რომ რეკეტი ბიზნესზე ბიძინა ივანიშვილის უშუალო მონაწილეობით მიმდინარეობს და თამბაქოს ბაზარზე წილების გადანაწილების პროცესს ექსპრემიერი ხელმძღვანელობდა.

ხმაურიან ჩანაწერებში ივანიშვილის და მისი დეიდაშვილის პროცესში მონაწილეობას ადასტურებს „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოვებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი.

ოპოზიციაში მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლება ვერ შეძლებს ისევ სხვა მიმართულებით გადაიტანოს ბრალდებები.

„ხელისუფლებას ყოველთვის აქვს ერთი და იგივე ტაქტიკა აღებული რომ მწვავე პრობლემები გადაიყვანოს ქრონიკულში და დაარიცხოს ხალხს. ასე მოხდა აფგან მუხთარლისთან დაკავშირებით და უამრავი დანაშაული, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაიდინეს, ფაქტობრივად დღეს არის მიჩუმებული. აი ამ გზას დაადგება ხელისუფლება. წარმოუდგენელი რამ ხდება როდესაც მინისტრი, ასევე სახელმწიფოს ლამის თანამდებობის პირი რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც 10 ათას ლარიანი ხელფასი აქვს, ის სახელმწიფოს წარმოადგენს ოღონდ კომერციული კუთხით, როდესაც ასეთი შუამავალია კორუფციულ მოლაპარაკებაში და პირდაპირ შანტაჟს ეწევა. ბუნებრივია, რომ ეს დანაშაული სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული,"-ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე.

ტელეკომპანია „იბერიას“ მთავარი დამფინანსებელი კომპანიის „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ მიმდინარე სკანდალურ გარიგებებზე „რუსთავი 2“-მა კიდევ ერთი სკანდალური აუდიოჩანაწერი მოიპოვა.

სატელეფონო საუბარი სამ პირს შორის მიმდინარეობს. ერთმანეთს ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს ესაუბრება, ასევე საუბრის მონაწილე პირია ბიზნესმენი და ვანო ჩხარტიშვილთან ერთად „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი ირაკლი ჩუბინაშვილი.

საუბრის მთავარი თემა თამბაქოს ფასების დარეგულირება, ბაზრის კონტროლი და "ომეგა ჯგუფის" წილების გაყოფაა.საუბარში პირველად სახელდება ბიძინა ივანიშვილი.

ავტორი:ნინო გაზდელიანი

 

ამავე თემაზე
დღის ამბები