19 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
ტაქტიკური უკან დახევა - რომან გოცირიძე კანაფის წარმოება-ექსპორტის შესახებ კანონპროექტის განხილვის შეჩერებაზე საუბრობს

„სწრაფი ფულის შოვნით დახარბებული ადამიანები ამაზე არ აიღებენ ხელს, ეს არის ტაქტიკური უკან დახევა,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ კანაფის წარმოება-ექსპორტის შესახებ მსჯელობის გადადებასთან დაკავშირებით გააკეთა.

რომან გოცირიძის თქმით, აღნიშნული ინციატივა კერძო პირებს ინტერესების დაკმაყოფილებას შეეხება.

„კანაფის პლანტაციების გაშენება და სავარაუდოდ, თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა, ბიტკოინების მსგავსად, ეს იყო ალბათ, ჩანაფიქრი, მეხის გავარდნასავით დაეცა თავზე ყველას, მათ შორის, მთავრობის წევრებს და საპარლამენტო უმრავლესობას, რომლებიც არიან შოკში იმიტომ, რომ ეს არასდროს არ განხილულა და არც ყოფილა ამაზე საუბარი და ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში, ვიღაცას ეგონა, რომ ამ კანონს გაათრევდა ძალიან უმტკივნეულოდ, მაგრამ უძლიერესი პროტესტი მიიღო საზოგადოებიდან, უკან დაიხიეს, მაგრამ როგორც ჩანს, ამ სწრაფი ფულის შოვნით დახარბებული ადამიანები ამაზე არ აიღებენ ხელს, ეს არის ტაქტიკური უკან დახევა,“ - განაცხადა გოცირიძემ.

მარიხუანას შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით მმართველი გუნდი კონსულტაციებს იწყებს. საუბარია კანონპროექტის იმ ნაწილზე, რომელიც მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტს გულისხმობს.

რაც შეეხება მარიხუანას მოხმარების რეგულაციებს, ამ ნაწილს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს.

დღის ამბები